''დედას მოგ***ნავ'' - ჩხუბი და სიძულვილი ჯერარდსა და დიუფს შორის
Aa
Aa

''დედას მოგ***ნავ'' - ჩხუბი და სიძულვილი ჯერარდსა და დიუფს შორის

2002 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ ფრანგული ''ლანსიდან'' ელ-ჰაჯი დიუფი ''ლივერპულში'' გადავიდა, თუმცა მისი კარიერა ''ენფილდზე'' წარუმატებელი გამოვიდა, სენეგალელმა პრემიერ ლიგის 55 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. აფრიკელის ''მერსისაიდულ'' კარიერას უსიამოვნო ფაქტები ახლდა, რამდენჯერმე დასაჯეს, ერთხელ იმის გამო, რომ მეტოქის ქომაგს შეაფურთხა.

''ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელი სინამა პონიოლი ინსტაგრამლაივში ჯერარდსა და დიუფს შორის მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს.

''მოსამზადებელი ეტაპზე ერთ-ერთი მატჩის შესვენებაზე დიუფმა და ჯერარდმა იჩხუბეს. ამ დროს ტრავმირებული ვიყავი. შეგიძლია წარმოიდგინო ერთი ახალგაზრდა, რომელიც უყურებს და ფიქრობს როგორი პროფესიონალები არიან ასეთი დონის გუნდში?

გასახდელში ჯერარდი დიუფს მიმართავდა: ''შენ უნდა გააკეთო პასი, უნდა გააკეთო პასი.'' პირველ ტაიმში დიუფი ბურთს მუდმივად კარგავდა და ინგლისური ძალიან ცუდად იცოდა. რას უპასუხებდა დიუფი? მათ ძალიან სძულდათ ერთმანეთი.

ჯერარდმა დიუფს შეურაცხყოფა მიაყენა. მან ინგლისური არ იცოდა, ამიტომ ჟერარ ულიეს ხელი ჩაავლო და მიმართა: ''უთხარი მას (ჯერარდს), დედას მოვ***ნავ.'' შემდეგ ჯერარდი მოვიდა და თქვა: ''ჩვენ მეგობრები არ ვართ, მე ისევ ასე მოვიქცევი.''

ელ-ჰაჯი დიუფი და ჯერარდი ''ლივერპულში'' ორი სეზონი თანაგუნდელები იყვნენ. 2004 წელს აფრიკელი ''ბოლტონში'' იჯარით გადავიდა, 2005 წლის ზაფხულში კი ''მერსისაიდულ'' კლუბს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები