Aa
Aa

კარლოსი: "რეალში გადასვლის გადაწყვეტილება 10 წუთში მივიღე"

რობერტო კარლოსმა „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ლეგენდარული ბრაზილიელის თქმით, „სამეფო კლუბის“ წინადადებაზე თითქმის არც დაფიქრებულა და არჩევანი 10 წუთში გააკეთა.

„ინტერის“ მაისურით ჩატარებულ საწყის 7 მატჩში 7 გოლი გავიტანე და მათ ჩემი წინ დაყენების გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც დროთა განმავლობაში დისკომფორტი შემიქმნა.

ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ვესაუბრე და ვუთხარი, რომ წინ თამაშის გაგრძელება არ შემეძლო, რადგან 3 თვეში „კოპა ამერიკის“ ტურნირი მელოდა. იმ დღესვე „რეალის“ პრეზიდენტ ლორენცო სანსს შევხვდი და ლაპარაკის დასრულებიდან 10 წუთში „სამეფო კლუბში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. „ნერაძური“ დავტოვე და მადრიდში ჩავედი. იმ დღეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა განაცხადა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს „რეალში“ უნდა გადახვიდე. იგი მადრიდელთა ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა, „ინტერის“ მაისურით კი მხოლოდ 1995-96 წლებში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები