Aa
Aa

ვან პერსი: „არსენალს ჩემთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია"

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რობინ ვან პერსი აცხადებს, რომ 2012 წელს „არსენალს“ მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია. „მეთოფეების“ ქომაგები „მანჩესტერში“ გადასვლის გამო, ვან პერსის მოღალატედ მიიჩნევენ, 36 წლის ფეხბურთელი კი, ამტკიცებს, რომ ლონდონურ გრანდს მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივების წინადადებით არ მიუმართავს.

„დაძაბული ურთიერთობა არა მხოლოდ არსენ ვენგერთან, არამედ ივან გაზიდისთანაც მქონდა. მაშინდელ ვითარებას დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევხედო, ჩემს ქმედებებსაც უნდა ჩავუღრმავდე და დავფიქრდე რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად. სიმართლე გითხრათ, ის ღია წერილი არ უნდა გამომექვეყნებინა.

ასეთი დელიკატური და რთული მდგომარეობისას 2-გვერდიან ღია წერილში სიმართლის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს კი, ნაწილობრივ იმის დამსახურება გახლდათ, რომ არსენალს ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია. თუ ვინმე გამოვა და დაამტკიცებს, რომ არსენალმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, დღესვე 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს მივცემ“.

როგორც მოგეხსენებათ, ვან პერსიმ „არსენალი“ 2012 წელს დატოვა და „მანჩესტერში“ 24 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ნიდერლანდელმა „ოლდ ტრაფორდზე“ 3 სეზონი გაატარა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები