''არაფრის კეთებაში 350 000 ფუნტს იღებს'' - მორგანმა იოზილი გააკრიტიკა
Aa
Aa

''არაფრის კეთებაში 350 000 ფუნტს იღებს'' - მორგანმა იოზილი გააკრიტიკა

ლონდონის ''არსენალის'' ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა კლუბის წინადადებას ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით უარით უპასუხა. ანალოგიურად ''მეთოფეთა'' კიდევ ორი ფეხბურთელი მოიქცა.

''არსენალი'' პრემიერ ლიგაში პირველი გუნდია, რომელიც ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ხელფასის შემცირების თაობაზე შეუთანხმდა, თუმცა შეთანხმება ერთსულოვანი არ ყოფილა, რადგან იოზილსა და მის ორ თანაგუნდელს ხელფასის აღება მოქმედი კონტრაქტის შესაბამისად სურთ.

იოზილის გადაწყვეტილებას ჟურნალისტი და ლონდონის ''არსენალის'' ქომაგი პირს მორგანი Twitter-ზე გამოეხმაურა: ''სამარცხვინოა, მაგრამ არაფერია მოულოდნელი... 2017 წლიდან მოყოლებული იოზილი არაფრის კეთებაში კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს.''

ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა ერქუთ სოგუტმა განაცხადა, რომ ხელფასის შემცირებაზე უკეთესი არჩევანი თანხის გადავადება იქნება:  ''გადავადება არჩევანია და არა თანხმობა ხელფასის შემცირებაზე, როცა კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია იმდენი გამოიმუშავოს, რამდენიც გასულ წელს მოახერხა. თუ რამდენად ძლიერია ფინანსური დარტყმა კლუბზე, დავინახავთ სამი ან ექვსი თვის შემდეგ. დღეს ამის დანახვა შეუძლებელია.''

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფლეიმეიქერი „არსენალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. აქვე გეტყვით, რომ შეთანხმების თანახმად, თუ „არსენალი“ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გავა, კლუბი ფეხბურთელებს ზემოთ ხსენებულ 12.5 პროცენტს სრულად აუნაზღაურებს. ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები 7.5 პროცენტს მიიღებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები