Aa
Aa

Daily Mail - იოზილი და არსენალის კიდევ ორი ფეხბურთელი ხელფასების შემცირებას ეწინააღმდეგებიან

„არსენალმა“ რამდენიმე საათის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა, მიკელ არტეტამ და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ხელფასის 12.5 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა. ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ მესუთ იოზილი და ძირითადი გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელი მიიჩნევენ, რომ ასეთი ზომების მიღება საჭირო არაა.

Daily Mail-ის მიხედვით, იოზილი მზადაა ხელფასის ნაწილი გაიღოს, თუმცა მანამდე სურს უკეთ გაიგოს კორონავირუსის პანდემიას კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე რა გავლენა ექნება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფლეიმეიქერი „არსენალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. აქვე გეტყვით, რომ შეთანხმების თანახმად, თუ „არსენალი“ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გავა, კლუბი ფეხბურთელებს ზემოთ ხსენებულ 12.5 პროცენტს სრულად აუნაზღაურებს. ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები 7.5 პროცენტს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები