ჩაკვეტაძე ტრაბზონსპორის ყურადღების ცენტრში - კლუბის პრეზიდენტი უარზეა?
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ტრაბზონსპორის ყურადღების ცენტრში - კლუბის პრეზიდენტი უარზეა?

თურქული გამოცემა, karadenizgazete.com.tr იტყობინება, რომ გიორგი ჩაკვეტაძით „ტრაბზონსპორი“ ინტერესდება.

„კლუბის პრეზიდენტი, აჰმეტ აღაოღლუ მომდევნო სეზონისთვის ტრანსფერების დაგეგმვაში პირადადაა ჩართული. მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჰუსეინ ჩიმშირთან სისტემატური კონტაქტი აქვს და სკაუტების მიერ შეთავაზებული ფეხბურთელების კანდიდატურებს დიდი სიფრთხილით განიხილავს. აღაოღლუ აღშფოთდა, როცა სკაუტების მიერ მიწოდებულ მოთამაშეთა სიაში გიორგი ჩაკვეტაძე იხილა, რომლის შეძენაც გასულ სეზონში 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ. საქმე ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტრაბზონსპორის სკაუტები ახალგაზრდა ლეგიონერს ეძებენ, რომელიც სოსას დაეხმარება. გიორგი ჩაკვეტაძე სოსას მსგავსი თამაშის სტილი აქვს და გუნდის ყურადღება სწორედ ამიტომ მიიპყრო. პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და სკაუტებს ასე მიმართა: „რაზე ფიქრობდით მაშინ, როცა გენტში გადადიოდა“, - ციტირებს თურქული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბელგიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „გენტი“ „ჩაკვესთან“ გამოთხოვებას არ აპირებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულში ფეხბურთელთა სანაცვლოდ დიდ თანხებს არავინ გადაიხდის და ბელგიურ კლუბში ქართველის გასხვისებას 2021 წელს აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები