''მიყვარს ქინქლაძის გოლი, მაგრამ მისი ადგილი აქ არაა'' - კარაგერი სიტის ქართველ ლეგენდაზე
Aa
Aa

''მიყვარს ქინქლაძის გოლი, მაგრამ მისი ადგილი აქ არაა'' - კარაგერი სიტის ქართველ ლეგენდაზე

Twitter-ში ''ლივერპულის'' ლეგენდამ ჯეიმი კარაგერიმ გამომწერებს სიმბოლური ნაკრების გაკეთება შესთავაზა. ფეხბურთის ქომაგებს უნდა შეედგინათ თერთმეტეული, რომელშიც ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნებოდა. გარდა ამისა, სიმბოლურ გუნდში ერთ გუნდში ნათამაშები ფეხბურთელები არ უნდა ყოფილიყვნენ.

ფეხბურთის გულშემატკივარმა დენი ფრენდმა შეტევის ხაზში ლიონელ მესისთან და კილიან მბაპესთან ერთად ''მანჩესტერ სიტის'' ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძე შეიყვანა.

გულშემატკივარს ჯეიმი კარაგერიმ უპასუხა: ''გამოკითხვის წესებით ეს შესანიშნავი შემადგენლობაა, მაგრამ ქინქლაძე ? ნამდვილად ?! მე მიყვარს მის მიერ გატანილი გოლი ''საუთჰემპტონთან,'' მაგრამ ის არ უნდა იყოს მსოფლიოს სიმბოლურ გუნდში !''

კარაგერიმ სიმბოლური გუნდის თავის ვერსიაში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა: საუთჰოლი, ლამი, ბარეზი, კომპანი, რობერტო კარლოსი, როი კინი, ჯერარდი, ნედვედი, მესი, დროგბა, მბაპე

შეგახსენებთ, 1995-96 წლებში გიორგი ქინქლაძე პრემიერ ლიგაში ''მანჩესტერ სიტის'' მაისურით თამაშობდა და  ''საუთჰემპტონს'' საოცარი რეიდის შემდეგ ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ''ლივერპულის'' ლეგენდა სწორედ აღნიშნულ გოლს გულისხმობდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები