''შეგვითანხმდა, ვენგერს ესტუმრა და ... უკან დაიხია'' - ვარდის ჩაშლილი ტრანსფერი არსენალში
Aa
Aa

''შეგვითანხმდა, ვენგერს ესტუმრა და ... უკან დაიხია'' - ვარდის ჩაშლილი ტრანსფერი არსენალში

ლონდონის ''არსენალის'' ყოფილმა თანამშრომელმა დიკ ლომ, რომელიც ჩრდილოლონდონურ კლუბში 2005-18 წლებში მუშაობდა, ჯეიმი ვარდის ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

The Athletic-ი დიკ ლოს კომენტარს ავრცელებს. 2015-16 წლების საოცარი სეზონის შემდეგ ვარდი ''არსენალში'' გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკების მიწურულს გადაწყვეტილება შეცვალა და არსენ ვენგერმა ინგლისელი ფორვარდი ვერ დაიმატა.

დიკ ლოს თქმით თუ ვარდი ''არსენალში'' გადავიდოდა, სატრანსფერო თანხა 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნებოდა.

''სიტყვიერი გარიგება შედგა როგორც ჯეიმი ვარდისთან, ასევე ''ლესტერთან.''

ჯეიმი ვარდი მეუღლე რებეკასთან ერთად გვესტუმრა, არსენ ვენგერის წინ იჯდა... და შემდეგ უკან დაიხია.

როცა ლონდონიდან ლესტერში მიდიოდა, დამირეკა და მითხრა, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად მთელი ღამე უნდა ეფიქრა.

საბოლოოდ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩვენთვის არასასიამოვნო სიახლე იყო.''

ჯეიმი ვარდიმ ''ლესტერს'' უერთგულა და დღემდე ''მელიების'' ფეხბურთელია. ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც გვიან ''გაიხსნა,'' ''ლესტერის'' თანამედროვე ეპოქის საკულტუ ფიგურად იქცა.

მიმდინარე სეზონში ჯეიმი ვარდი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, 26 მატჩში გატანილი 19 გოლით 33 წლის ვარდი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები