დე ბრუინის თქმით, შესაძლოა მან და მისმა ოჯახმა კოვიდ-19 უკვე მოიხადა
Aa
Aa

დე ბრუინის თქმით, შესაძლოა მან და მისმა ოჯახმა კოვიდ-19 უკვე მოიხადა

კევინ დე ბრუინი ამბობს, მას და მის ოჯახს კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ და შესაძლოა მათ კოვიდ-19 უკვე მოიხადეს. ეს ყველაფერი ახალი ვირუსის გავრცელებამდე მოხდა, სანამ პანდემია დაიწყებოდა და მთელს მსოფლიოს მოიცავდა.

„სანამ თვითიზოლაცია დაიწყებოდა ჩემი ოჯახის წევრებს სიცხე 8-9 დღის განმავლობაში ჰქონდათ. პირველად ჩემს პატარა ბიჭს დაემართა, შემდეგ უფროს ბიჭს, შემდეგ ჩემს მეუღლესაც, თუმცა არ ვიცი იყო კი ეს კოვიდ-19. სიმპტომები მას ჰგავდა.

ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ბოლო 2-3 კვირაა კარგად ვართ. ყველანაირ წესს ვიცავთ, ისევე როგორც სხვა ყველა. ბედნიერი ვარ, რომ ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობთ.

მე ცოტათი ყელი მტკიოდა, თუმცა ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით უკეთ ვიყავი“.

კევინ დე ბრუინი და მისი ოჯახი უკვე 1 თვეა მანჩესტერში თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ბელგიელი ნახევარმცველი სეზონის განახლებას ელოდება, რომელიც არავინ იცის როდის მოხდება.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 108,692 ადამიანია ინფიცირებული, 14,576 გარდაიცვალა. worldometers-ის ვებ გვერდზე ბრიტანეთში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა მითთებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები