უცნობი ფაქტი მოურინიოს კარიერიდან: ''აბრამოვიჩთან შეხვედრამდე ლივერპულს შეუთანხმდა''
Aa
Aa

უცნობი ფაქტი მოურინიოს კარიერიდან: ''აბრამოვიჩთან შეხვედრამდე ლივერპულს შეუთანხმდა''

ჟოზე მოურინიოს შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა ნიკოლა ვილამ წიგნი დაწერა. ''განსაკუთრებულის'' შესახებ დაწერილი წიგნის ერთი მონაკვეთი 2004 წლის ზაფხულს უკავშირდება, როცა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ''პორტუს'' მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ''ლივერპულს'' შეუთანხმდა.

ინგლისური კლუბისთვის მოურინიო ჯერარ ულიეს შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა.

წიგნის მიხედვით ''ლივერპულმა'' მოურინიოსთან მოლაპარაკება სეზონის მიმდინარეობისას, 2004 წლის აპრილში დაიწყო ვიდრე პორტუგალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფრანგულ ''ლიონს'' დაამარცხებდა.

ამ პერიოდში მოურინიოს მრჩეველი ჟორჟე ბაიდეკი იყო, რომელიც ფეხბურთის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არაა, საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ და პორტუგალიურ კლუბებში გაატარა. 80-იან წლებში კარლოს ალბერტოს ფორმაციის ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 1 მატჩი ჩაატარა.

ჟორჟე ბაიდეკი იხსენებს: ''მოურინიო ''ლივერპულში'' უნდა წასულიყო. ''ლივერპულის'' აღმასრულებელი დირექტორი რიკ პერი იყო, ის მუშაობდა ინგლისური კლუბის ტრანსფერებზე და მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ინგლისურმა კლუბმა გვთხოვა, რომ კიდევ 15 დღე მოგვეცადა, როცა ჟერარ ულიე ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.''

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ''ლივერპულში'' გადასვლასთან ახლოს იყო, მისი გადაბირებით ''ჩელსი'' დაინტერესდა, ''არისტოკრატებმა'' პორტუგალიელს აზრი შეაცვლევინეს.

ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ინფორმირებული იყო, რომ ''ჩელსის'' მოურინიოსთან მუშაობა სურდა. სწორედ მენდეში დაეხმარა ''ჩელსის,'' რომ მოურინიოსთვის უფრო მიმზიდველი წინადადება შეეთავაზებინათ. რომან აბრამოვიჩისა და ჟოზე მოურინიოს პირველი შეხვედრა 3 მაისს, საღამოს შედგა, მეორე დღეს კი მოურინიოს ''პორტუმ'' ნახევარფინალში ''დეპორტივო'' სტუმრად დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რაც შეეხება საბოლოო შეთანხმებას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებიდან ერთ დღის შემდეგ რომან აბრამოვიჩმა მონაკოში, საკუთარ იახტაში მოურინიოს უმასპინძლა და მხარეებმა თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

''პორტუდან'' ''ჩელსიში'' გადასვლის შემდეგ მოურინიოს მწვრთნელობისას ''არისტოკრატებმა'' პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგეს, რაც დიდი წარმატება იყო.

''ლივერპულის'' წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ''ენფილდზე'' ჟერარ ულიე რაფაელ ბენიტესმა შეცვალა, რომელმაც 2004 წლის მაისში ''ვალენსიას'' ლა ლიგა და უეფას თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები