''ვერ გამიგებენ და საშინელ პიროვნებად ჩამთვლიან'' - ჯორდანის ფილმის პრემიერა ახლოვდება
Aa
Aa

''ვერ გამიგებენ და საშინელ პიროვნებად ჩამთვლიან'' - ჯორდანის ფილმის პრემიერა ახლოვდება

Netflix-მა მაიკლ ჯორდანის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც პანდემიის გამო მაყურებელი დაგეგმილზე ადრე იხილავს. ფილმის პირველი ეპიზოდის ჩვენება ESPN-ის ეთერში 20 აპრილსაა დაგეგმილი. დოკუმენტური ფილმის სახელია The last dance და მასში ჯორდანის კარიერის ერთი მონაკვეთია მოთხრობილი, როცა ამერიკელი ლეგენდა 1997-98 წლების სეზონში ''ჩიკაგოსთვის'' თამაშობდა.

ფილმის რეჟისორმა ჯეისონ ჰეჰირმა TheAthletic-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯორდანის აზრით ფილმის ნახვის შემდეგ ადამიანები მასზე აზრს შეიცვლიან.

''როცა ხალხი ფილმს იხილავს, შესაძლოა ვერ მიხვდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რატომ ვიღებ. მათ გარკვეული მომენტები არ მოეწონებათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გადაწყვეტილებების საფუძველს გაიაზრებენ. ხალხი იფიქრებს, რომ საშინელი პიროვნება ვარ.''

პარკეტზე სწრაფი პროგრესი ჯორდანის კარიერისთვის დამახასიათებელი იყო, თუმცა მისი მცდელობა საკუთარი ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით 2012 წლიდან მოყოლებული წარუმატებელია. ამ თემაზე ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ჯორდანის სახლი, რომელშიც 9 საწოლი ოთახი და 19 აბაზანაა, 2012 წლიდან გაყიდვაშია, მაგრამ რვა წელზე მეტია კალათბურთის ლეგენდა საკუთრების გაყიდვას ვერ ახერხებს.

2013 წლის ნოემბერში ჯორდანი სახლი აუქციონზე იყო, თუმცა არ გამოჩნდა მსურველი, ვინც სახლის შესაძენად 10,4 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიდა. თავდაპირველად, როცა ჯორდანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, შესაძენი ფასი 23,2 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. ამჟამად, ბინის ფასი 14,9 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები