კურტუა: „მეკარეობა კასილიასის გამო გადავწყვიტე“
Aa
Aa

კურტუა: „მეკარეობა კასილიასის გამო გადავწყვიტე“

„რეალის“ გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ თავისი კუმირების შესახებ ისაუბრა. ბელგიელის თქმით, იკერ კასილიასი რომ არა, იგი გოლკიპერი არ გახდებოდა.

„როცა იკერ კასილიასმა რეალში დაიწყო ასპარეზობა, მის ყველა მატჩს ვუყურებდი და მეკარეობა სწორედ მის გამო გადავწყვიტე. იკერის თამაშის ხილვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და თან რეალს ვგულშემატკივრობდი.

14 წლის ასაკში ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. მაშინ ედვინ ვან დერ სარის კარიერას ვადევნებდი თვალს, რადგან მისი სტილი ჩემთან ძალიან ახლოს იყო“.

კურტუამ „ბარსელონას“ კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზეც ისაუბრა და განაცხადა: „ტერ შტეგენს შესანიშნავი რეფლექსები აქვს. ის ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს და ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ერთად, მას გერმანული სკოლა აქვს გამოვლილი და ერთ-ერთზე საუცხოოდ ასპარეზობს".

შეგახსენებთ, რომ კურტუამ კარიერა „გენკში“ დაიწყო და 2011 წელს „ჩელსიში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები