გოგა თანაგუნდელებს ქართულს ასწავლის - „დღის სიტყვა არის კალათბურთი“
Aa
Aa

გოგა თანაგუნდელებს ქართულს ასწავლის - „დღის სიტყვა არის კალათბურთი“

„ინდიანა პეისერსმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გოგა ბითაძის თანაგუნდელები ქართული სიტყვის წარმოთქმას ცდილობენ.

პოსტს ასეთი წარწერა ახლავს: „გოგას რომელი თანაგუნდელი საუბრობს ქართულად ყველაზე კარგად“? ვიდეოს კი, ბითაძე ხსნის და ამბობს: „მოგესალმებით ბიჭებო, დღეს ცოტა ქართულს ვისწავლით. დღის სიტყვა არის კალათბურთი“.

ბითაძის თანაგუნდელებს სიტყვა „კალათბურთის“ წარმოთქმა ძალიან გაუჭირდათ. ოლადიპომ კალათბურთის ნაცვლად, „გალაკ ფულთი“ თქვა, ბროგდონმა „კალა ფუთი“, მაილს ტერნერმა და აარონ ჰოლიდეიმ „კალედ ბუთი“, ტი ჯეი ლიფმა „გალათ ბუთი“, დაგ მაკდერმოტმა „გალა ბუთი“. ერთადერთი, ვინც „კალათბურთი“ სწორად წარმოთქვა, დომანტას საბონისი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები