მატერაცი ბალოტელიზე: „იმსახურებდა და ვცემე“
Aa
Aa

მატერაცი ბალოტელიზე: „იმსახურებდა და ვცემე“

„ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ 2010 წელს მასსა და მარიო ბალოტელის შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. „მატრიცას“ ცნობილი ჩხუბის შესახებ „ინსტაგრამზე“ ჩაწერილი ინტერვიუსას ჰკითხეს.

„მართალია, კარგად ვცემე! მარიო ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ მომენტში ცემას ნამდვილად იმსახურებდა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ მაშინ ისეთი რაღაც გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

იმ დღეს ინტერის მაისურის მინდორზე დაგდებაზე უარესიც გააკეთა. მატჩის დაწყებამდე ავტობუსში გვითხრა: „დღეს ცუდად ვითამაშებ“. მე კი, დავპირდი, რომ თუ მართლაც ასე მოიქცეოდა, აუცილებლად დაისჯებოდა.

მახსოვს, მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი კონტრშეტევისას მეტოქის კარისკენ მოედნის ცენტრიდან დაარტყა. დიეგო მილიტოს მისი მოკვლა სურდა. ბარსასთან მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ, კი, მოურინიოს ვთხოვე ვარჯიშზე გამართული ორკარას დროს ბალოტელის წინააღმდეგ გავემწესებინე. ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ის გასახდელში გავგზავნე“.

როგორც იცით, „ბარსელონასთან“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, მარიო ბალოტელისა და მარკო მატერაცის შორის დაპირისპირება მოხდა. საფინალო სასტვენთან ერთად, ცვლილებაზე შესულმა „ბალომ“ თავისი მაისური მინდორზე დააგდო. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში კი, ზლატანს თუ დავუჯერებთ მატერაცი „სუპერ მარიოს“ თავს დაესხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები