ფერნანდეში:
Aa
Aa

ფერნანდეში: "პოგბასგან იმავეს ელიან, რასაც მესისგან და რონალდუსგან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ახალწვეული ბრუნო ფერნანდეში თავისი თანაგუნდელის პოლ პოგბას მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„მანკუნიანელთა“ შუა ხაზელი თვლის, რომ პოგბასგან იმას ელიან, რასაც მესისა და რონალდუსგან:

„პოგბას ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა თვისებებსა და უნარებს ფლობს ის. ფეხბურთი ასეთია - საკმარისია ერთი შეცდომა დაუშვა და ხალხი შენს დამსახურებებს იმწამსვე ივიწყებს.

შენ, შეიძლება 34 მატჩი გადაბუმლად უმაღლეს დონეზე ჩაატარო, შემდეგ ერთი ჩააგდო და სწორედ იმ ერთს დაგიმახსოვრებენ.

პოლი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. კლუბს მის სანაცვლოდ დიდი თანხა აქვს გადახდილი და მისგან იმავეს ელიდან, რასაც მესისგან და რონალდუსგან. პოგბას მათი მსგავსი თვისებები მართლაც აქვს და გუნდში მისი სჯერათ“.

შეგახსენებთ, რომ პოგბას 2019-2020 წლების სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა კორონავირუსის გამო საეჭვოა სეზონი საერთოდ დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები