საშინელი ჭყლეტა და 96 გარდაცვლილი - ჰილსბროს ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
Aa
Aa

საშინელი ჭყლეტა და 96 გარდაცვლილი - ჰილსბროს ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

„ჰილსბროს ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 15 აპრილს, შეფილდში გამართული ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩი, „ლივერპულსა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ შორის, ათეულობით ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

ქალაქში არსებლი საცობის გამო ქომაგების ნაწილმა მატჩზე მისვლა დააგვიანა. სტადიონზე მისვლის შემდეგ დაცვამ შეხვედრის მსვლელობისას მხოლოდ ერთი ჭიშკარი გააღო, ქომაგებმა შესვლა ერთდროულად გადაწყვიტეს, რამაც წარმოუდგენელი ჭყლეტა გამოიწვია.

საბოლოოდ, სტადიონის შესასვლელ გვირაბში გულშემატკივრებმა ერთმანეთი გადათელეს, რასაც 96 მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 776 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 10 წლის ბავშვი იყო, რომელიც სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი გახლდათ.

თავდაპირველად ტრაგედია ქომაგთა არაფხიზელ მდგომარეობასა და მათი ქცევის მანერებს დაბრალდა, თუმცა წლების შემდეგ ყველაფერს სხვაგვარი და, ალბათ, უფრო ლოგიკურ-სამართლიანი პასუხები გაეცა.

სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო დასკვნით, ტრაგედია შეფიდლის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის, დევიდ დაკენფილდისა და პოლიციელთა არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები