Aa
Aa

პოგბა: „ბავშვობაში არსენალს ვქომაგობდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში „არსენალს“ გულშემატკივრობდა. ფრანგმა ნახევარმცველმა წარსული „იუნაიტედის“ ოფიციალურ პოდკასტში სტუმრობისას გაიხსენა.

„სიმართლე გითხრათ, თავიდან არსენალს ვქომაგობდი. დარწმუნებული ვარ მიზეზის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ - მაშინ მეთოფეების რიგებში ბევრი ფრანგი თამაშობდა. განსაკუთრებით ტიერი ანრი მომწონდა და ლონდონელებს სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობდი.

მე და ჩემი ძმა არსენალს ვქომაგობდით, ჩემი მეორე ძმა კი, მანჩესტერის გულშემატკივარი იყო.  გარკვეული დროის შემდეგ, იუნაიტედის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა და პოზიცია შევიცვალე“.

პოგბას განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „წითელი ეშმაკების“ ქომაგებმა ფრანგი ნახევარმცველი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო, გამოტოვა. მას კოჭი აწუხებდა, რის გამოც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მატჩში იუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები