„ტერი, ლამპარდი და დროგბა ტიროდნენ
Aa
Aa

„ტერი, ლამპარდი და დროგბა ტიროდნენ" - ჩელსის ექს-ფეხბურთელი მოურინიოს წასვლას იხსენებს

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ სიდუელმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და გაიხსენა დღე, როცა „განსაკუთრებულმა“ „სტემფორდ ბრიჯი“ დატოვა.

„მოურინიოს წასვლამდე რამდენიმე მატჩით ადრე, კარგად ვხედავდით, რაც ხდებოდა და პრესაში რასაც წერდნენ, თუმცა გუნდში არაფერი იგრძნობოდა. ფეხბურთელები გაერთიანებულნი იყვნენ და ყველა ჟოზეს უჭერდა მხარს. მახსოვს, მეუღლე აეროპორტში მიმყავდა, როცა რადიოთი გავიგე, რომ მოუმ პოსტი დატოვა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: „ჯანდაბა, ის წავიდა. ახლა რა მოხდება“? გარკვეული დროის შემდეგ, კი კლუბის ხელმძღვანელებმა კობჰემის ბაზაზე დაგვიბარეს.

სიმართლე გითხრათ, უხერხული მომენტი იყო, როცა ჟოზე გასახდელში შემოვიდა და დაგვემშვიდობა. სამარისებური სიჩუმე იდგა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც გარდაიცვალა. დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი იატაკზე ტიროდნენ და მეც გული დამწყდა“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე „ჩელსის“ 2004 წელს შეუერთდა და „არისტოკრატებთან“ ერთად, პრემიერ ლიგა და ლიგის თასი ორ-ორჯერ, ხოლო ასოციაციის თასი ერთხელ მოიგო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „სტემფორდ ბრიჯი“ 2007 წელს დატოვა და 2013-ში „ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები