ამ დღეს, 14 წლის წინ - კალაძის გამარჯვების გოლი მილანურ დერბიში
Aa
Aa

ამ დღეს, 14 წლის წინ - კალაძის გამარჯვების გოლი მილანურ დერბიში

2005-06 წლების სერია A-ს 34-ე ტურში, კარლო ანჩელოტის ''მილანმა'' რობერტო მანჩინის გაწვრთნილი ''ინტერი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე კლარენს ზეედორფის გადაცემის შემდეგ კახა კალაძემ გაიტანა.

ამ გოლიდან ზუსტად 14 წელი გავიდა. ცხადია, ეს გოლი კალაძის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ''მილანის'' ყველაზე პრინციპული მეტოქე ''ინტერია'' და ეს დერბი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, მაშინ კი მისი ბედი ქართველი მცველის მიერ გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა.

აღნიშნულ სეზონში სერია A მილანის ''ინტერმა'' მოიგო, ხოლო ''მილანი'' მესამე ადგილზე გავიდა.

კახა კალაძემ 9-წლიან მილანურ კარიერაში სერია ა-ში 12 გოლი გაიტანა. ''ინტერის'' გარდა, კალაძემ ''უდინეზეს,'' ''რეჯინას,'' ''პერუჯას,'' ''ვენეციას,'' ''ტორინოს,'' ''ატალანტას,'' ვერონას "კიევოსა" და ''სამპდორიას'' გაუტანა, ხოლო ''ლეჩეს'' სამ სხვადასხვა შეხვედრაში შეუგდო.

კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია A-ს ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კალაძე იტალიის სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო გათამაშებისა და ევროპის სუპერთასის (2) გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები