Aa
Aa

"არ ვიცოდი, გრემ სუნესი ვინ იყო" - პოგბა სუნესის კრიტიკას გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, პოლ პოგბა გრემ სუნესის კრიტიკას გამოეხმაურა. ფრანგის თქმით, იგი ექსპერტთა აზრებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, ლეგენდარულ ფეხბურთელზე კი ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, ვინ იყო.

„უკვე ვთქვი, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ასეთ განხილვებს უყურებს. რა თქმა უნდა, საფეხბურთო მატჩებს ხშირად ვუყურებ, თუმცა თამაშის შემდეგ ნამდვილად არ ვუსმენ ასეთ განხილვებს - „რატომ გააკეთეს მათ ის“, „რატომ გააკეთეს მათ ეს“.

აქამდე არ ვიცოდი, სუნესი ვინ იყო. გავიგე, რომ იგი შესანიშნავი მოთამაშე თუ რაღაც ასეთი იყო. სახელი უკვე ვიცი, თუმცა სახეზე ისევ ვერ ვიცნობ. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული“.

პოგბას ეს კომენტარი სუნესის კრიტიკას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიელი სპეციალისტი აცხადებდა, რომ ფრანგი „იუნაიტედში“ გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

გრემ სუნესი ოქროს ხანის „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი და ლეგენდარული ფეხბურთელია. მან მერსისაიდელთა რიგებში, არაერთ სხვა ტიტულთან ერთად, 5-ჯერ პრემიერ ლიგა და 3-ჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო. 1980-81 წლების სეზონში ამპლუით ნახევარმცველი სუნესი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ჯამში მან ლივერპულელთა მაისური 300-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები