კანტონა:
Aa
Aa

კანტონა: "ჩემი კარიერის საუკეთესო მოგონება არის, როცა იმ ხულიგანს ჩავარტყი"

ფეხბურთის ისტორიაში ერიკ კანტონა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ფიგურა იყო. მისი თამაშის სტილი და მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილი ხელოვნების შედევრი იყო.

კანტონა თავისი განსხვავებული ხედვით კარიერის დასრულების შემდეგაც გამოირჩევა, თუმცა ქომაგებს ყველაზე მეტად მის მიერ ყველაზე დასამახსოვრებელი ქმედების შესახებ დაფიქსირებული პოზიცია აინტერესებთ.

1995 წლის 25 იანვარს, ერიკ კანტონამ ისეთი რამ გააკეთა, რაც იქამდე ფეხბურთის გულშემატკივრებს არასდროს ენახათ. როდესაც ფრანგი მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევეს და მოედნის დასატოვებლად მიდიოდა, ახალგაზრდა ქომაგმა ისტერიული ხმით შესძახა: „საფრანგეთში დედაშნთან დაბრუნდი, ნაბიჭვარო!“ ამ მომენტმა ისედაც ნერვებმოშლილი კანტონას მოთმინების ფიალა აავსო, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით...

„გულშემატკივრის დარტყმის მომენტი, ეს არის დრამა, რომელშიც თავს მსახიობად ვგრძობ. არასოდეს მინდოდა სხვაზე მაგარი გამოვჩენილიყავი. მინდოდა მხოლოდ ისე მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა.

თუ მინდა ფანს დავარტყა, ამას ვაკეთებ. სულ ეს არის. რაც უფრო დიდ ხანს ცოცხლობ, მით უკეთ გესმის, რომ ცხოვრება ცირკია, ფეხბურთი კი ხელოვნება.

ჩემი კარიერიდან ბევრი კარგი მომენტის გახსენება შემიძლია, თუმცა ჩემი ფავორიტი არის, როდესაც იმ ხულიგანს (ქომაგს) ჩავარტყი“. - განაცხადა კანტონამ ხსენებული ინციდენტის შესახებ.

ლამაზ სტილში თამაში კანტონას ხელწერა იყო. ორიგინალურობა და კრეატიულობა ყოველთვის მისი სტილი იყო. ლეგენდარული ფრანგი პოეზიასა და ფეხბურთს ერთმანეთთან აიგივებს:

„ჩემთვის მხატვარი არის ის, ვისაც ბნელი ოთახის განათება შეუძლია. არასდროს შემეძლო და ვერასდროს შევძლებ განსხვავება გავაკეთო პელეს მიერ გაკეთებულ პასზე კარლოს ალბერტოს მიმართ (1970 წლის მუნდიალის ფინალში) და არტურ რემბოს პოეზიას შორის“.

კანტონამ თავისი პოზიცია ფულთან მიმართებითაც დააფიქსირა. მისთვის მაღალ ანაზღაურებას მნიშვნელობა არასდროს ჰქონია:

„ფულის გამო არასდროს მითამაშია. „უემბლიზე“ სათამაშოდ ფულს პირიქით გადავიხდიდი კიდეც“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები