მანჩინი
Aa
Aa

მანჩინი "ფერგი-თაიმზე": "თუ, მანჩესტერი აგებდა 5 წუთს ამატებდნენ..."

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიურ IlSore24Ore-სთან ინტერვიუსას ახსნა, თუ რას ნიშნავდა ლეგენდარული „ფერგი-თაიმი“.

„იცით „ფერგი-თაიმი“ როგორ მუშაობდა? თუ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე აგებდა, ბოლო წუთებზე არბიტრი შეხვედრას 5 წუთს ამატებდა, ხოლო თუ ისინი იგებდნენ, ამ შემთხვევაში მაქსმუმ 2 წუთი დაემატებინათ.

როცა მე „სიტის“ მწვრთნელი ვიყავი, დროის იმ მონაკვეთში ისტორია შევცვალეთ. „ოლდ ტრაფორდზე“ მანჩესტერული დერბი 6:1 მოვიგეთ. ასეთი რამ იქამდე არასდროს იყო მომხდარი და არც განმეორდება. აი იმ დღეს, შეხვედრისთვის ბევრი წუთის დამატება ნამდვილად შეიძლებოდა.

როცა ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ ალექს ფერგიუსონი დიადი მწვრთნელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი „სიტის“ 2009-2013 წლებში წვრთნიდა. მისი თავკაცობით „ქალაქელებმა“ პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგეს.

იტალიელი სპეციალისტის ხელში „სიტი“ „იუნაიტედს“ 12-ჯერ შეხვდა, რომელთაგან მხოლოდ 5 მატჩის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები