ჩელსის ლეგენდა პიტერ ბონეტი გარდაიცვალა
Aa
Aa

ჩელსის ლეგენდა პიტერ ბონეტი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ლონდონის ''ჩელსისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, პიტერ ბონეტი გარდაიცვალა. ''არისტოკრატების'' ოფიციალური ვებგვერდი ბონეტის მოიხსენიებს როგორც 60-იანი და 70-იანი წლების სუპერვარსკვლავს. ბონეტი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული.

1966 წელს ბონეტი ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა, როცა ინგლისელმა ფეხბურთელებმა პირველად და უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. ფინალურ ეტაპზე ბონეტის არ უთამაშია, ინგლისელთა კარს გორდონ ბენქსი იცავდა.

ბენქსის ზეობის ხანაში პიტერ ბონეტის ინგლისის ნაკრებში თამაში იშვიათად უწევდა, მან 1966-70 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა.

ბონეტი ''ჩელსის'' მაისურით 1960-75 წლებში ასპარეზობდა. 1975 წელს აშშ-ში, კლუბ ''სენტ ლუისში'' ითამაშა და 1976-79 წლებში კვლავ ''არისტოკრატთა'' ღირსებას იცავდა. კარიერის მიწურულს ბონეტი შოტლანდიური ''დანდი იუნაიტედისა'' და ინგლისური ''უოკინგის'' ფეხბურთელი იყო. ''ჩელსის'' ლეგენდამ ორივე გუნდში მცირე ხანი დაჰყო.

ბონეტიმ ''ჩელსისთან'' ერთად ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ასევე, ''ჩელსის'' ორჯერ დაეხმარა უმაღლეს ლიგაში აღზევებაში. 1971 წელს ''ჩელსიმ'' თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის ''რეალი'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები