„ბარსელონამ“ პოგბას ტრანსფერში შესაძლოა მონტოია ჩართოს
Aa
Aa

„ბარსელონამ“ პოგბას ტრანსფერში შესაძლოა მონტოია ჩართოს

როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა „Sport“ იუწყება, „ბარსელონა“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას შესაძენად დღითი-დღე უფრო მკვეთრ ნაბიჯებს დგავს.

 

კატალონიელებმა ფრანგის სანაცვლოდ ტურინელებს პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთეს, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

 

„ბარსელონას“ სატრანსფერო კომისიის წევრი, არიედო ბრაიდა პოლ პოგბას ყიდვის იმედს არ კარგავს. არ არის გამორიცხული, რომ კატალონიელებმა ამ ტრანსფერში კლუბის რომელიმე ფეხბურთელი ჩართონ. ერთ-ერთ ვერსიად კი ცენტრალური მცველი მარტინ მონტოია სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები