''მედპერსონალი COVID-19-ს დაუღალავად ებრძვის'' - დალგლიში სახლში გაწერეს
Aa
Aa

''მედპერსონალი COVID-19-ს დაუღალავად ებრძვის'' - დალგლიში სახლში გაწერეს

ლეგენდარული კენი დალგლიში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია, საავადმყოფოდან გამოწერეს. 69 წლის შოტლანდიელი თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. საინტერესოა, რომ დაგლიშს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ბრიტანულ მედიაში კენი დალგლიშის კომენტარი გავრცელდა. ''ლივერპულის'' ლეგენდა ექიმების მადლიერია და აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი ინფიცირებულთა მკურნალობისთვის დიდ ძალისხმევას არ იშურებს.

დალგლიშის კომენტარს Sunday Post-ი ავრცელებს.

''ხალხი შესაძლოა ფიქრობს, რომ ცნობადობიდან გამომდინარე საუკეთესოდ ზრუნავდნენ ჩემზე, მაგრამ ასე არაა, თითოეული ექიმი ყველა პაციენტის მიმართ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. როგორც ერი, ჩვენ იღბლიანი ხალხი ვართ, რომ ასეთი სამედიცინო პერსონალი გვყავს. ისინი დაუღალავად ებრძვიან კორონავირუსს. ისინი დიდ ძალისხმებას ავლენენ.

შეგახსენებთ, 10 აპრილს დალგლიშის ოჯახმა შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „8 აპრილს სერ კენი საავადმყოფოში გადაიყვანეს ინფექციის გამო, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას საჭიროებდა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში მისვლამდე სიმპტომები არ ჰქონია, მას COVID-19 მაინც დაუდგინდა. მოულოდნელად, ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, მაგრამ სერ კენის სიმპტომები კვლავ არ აღენიშნება.''

 შეგახსენებთ, კენი დალგლიში 70-იან და 80-იან წლებში გლაზგოს ''სელტიკსა'' და ''ლივერპულში'' თამაშობდა. შოტლანდიელმა ინგლისურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო (1978-79, 1980-81, 1983-84).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები