უცნობი კადრები: კალაძის ბრწყინვალე საგოლე პასები სერი ა-ში
Aa
Aa

უცნობი კადრები: კალაძის ბრწყინვალე საგოლე პასები სერი ა-ში

სერია ა-ს 2001-02 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში კარლო ანჩელოტის ''მილანმა'' სტუმრად ''ჰელას ვერონა'' დაამარცხა (1:2). აღნიშნული მატჩი მილანური კლუბის ქართველი ლეგიონერისთვის, კახა კალაძისთვის ძალიან პროდუქტიული იყო.

პირველი ტაიმი ''მილანისთვის'' წარუმატებელი გამოვიდა, 28-ე წუთზე რუმინელმა ადრიან მუტუმ კალაძე მარტივად ჩამოიშორა და შორი მანძილიდან საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კახა კალაძემ პენალტი გამოიმუშავა, ქართველი მცველი სტუმართა საჯარიმოში წააქციეს, თუმცა ბრაზილიელმა სერჟინიომ შანსი ვერ გამოიყენა.

დარჩენილ დროში კახა კალაძემ ორი შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა. 65-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა ფილიპო ინძაგი მეკარესთან პირისპირ დატოვა და იტალიელმა ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე კალაძის გადაცემით ანდრეა პირლომ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

კახა კალაძე ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია. იტალიური გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 284 მატჩი ჩაატარა, კონკრეტულად სერია ა-ში კი - 194. კალაძემ მილანური კლუბის რიგებში 13 გოლი შეაგდო და ცამეტივე გოლი სერია ა-ში გაიტანა.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, თბილისის ამჟამინდელი მერი იტალიის სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო გათამაშებისა და ევროპის სუპერთასის (2) გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები