Aa
Aa

ფერდინანდი: „2008 წელს ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს ვიყავი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ბარსელონაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ინგლისელმა უკანახაზელმა „ბლაუგრანას“ ინტერესის შესახებ BT Sport-თან ისაუბრა.

„ბარსელონა ჩემს აგენტს დაუკავშირდა, ხოლო ფრენკ რაიკაარდმა პირადად მითხრა ჩემზე რას ფიქრობდა. ჩვენი დიალოგი ბარსელონასთან მატჩის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში შედგა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ სათამაშოდ საზღვარგარეთ წასვლა მინდოდა და ერთადერთი, რასაც ჩემი შეჩერება შეეძლო, სამშობლოში წარმატების მიღწევა იყო. ძალიან გამიმართლა ისეთ დიად კლუბში რომ ვთამაშობდი, როგორიც მანჩესტერია და ოლდ ტრაფორდს ნამდვილად ვერ დავტოვებდი.

ჩვენ ბარსელონა დავამარცხეთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ასე რომ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა დამეტოვებინა ევროპის საუკეთესო კლუბი და გადავსულიყავი გუნდში, რომელიც გარდამავალ პერიოდში იმყოფებოდა. მაშინ ჩავი, მესი და ინიესტა იმ დონის ფეხბურთელები არ იყვნენ, როგორებადაც 3 წლის შემდეგ, იქცნენ. იმ პერიოდში ბარსელონაში აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა იყო“.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ზაფხულში „ბლაუგრანამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გუარდიოლა დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, კატალონიურმა გრანდმა რევანში აიღო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერი“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები