საქველმოქმედო ფონდი - პრემიერ ლიგის ფეხბურთელები კორონავირუსის წინააღმდეგ
Aa
Aa

საქველმოქმედო ფონდი - პრემიერ ლიგის ფეხბურთელები კორონავირუსის წინააღმდეგ

პრემიერ ლიგის ვარსკვლავებმა საქველმოქმედო ფონდი დააარსეს, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ. ფეხბურთელებმა წამოიწყეს ინიციატივა #PlayersTogether და საქველმოქმედო სფეროში ჩართული პარტნიორები მოიძიეს, რათა მათ თანხების შეგროვებასა და სწორად განაწილებაში დაეხმარონ.

ფეხბურთელთა მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამ ინიციატივის წყალობით, COVID-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანების დასახმარებლად საჭირო ფინანსების უმოკლეს ვადებში მოძიება მოხდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიაში პრემიერ ლიგაში მოასპარეზე უამრავი ფეხბურთელია ჩართული და ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ისინი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს დიდ დახმარებას გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 60733 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 135-ია, ხოლო ვირუსით 7000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები