„ფენომენოს ვერავინ შეედრება
Aa
Aa

„ფენომენოს ვერავინ შეედრება" - კრესპო რონალდუზე, მესიზე და ბრაზილიელ რონალდოზე

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ერნან კრესპომ Sky Sport Italia-სთან რონალდოს, რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა ფორვარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელს კოლეგებისგან მოტივაცია აკლდა.

„კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ძალიან გაუმართლათ ერთ ეპოქაში რომ მოუწიათ თამაში. ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ, რომ პროგრესის გზაზე იარონ და უკეთესი ფეხბურთელები გახდნენ. ფენომენოს დროს კი, ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩვენ (იმ ეპოქის თავდამსხმელემბმა) რონალდოს საჭირო მოტივაცია ვერ მივეცით, რომ მას თავისი თამაში უფრო მაღალ დონეზე აეყვანა.

რონის ვერავინ შეედრება. მის ულამაზეს მოძრაობებსა და კრეატიულობას, რომლის დახმარებითაც იგი მცველებს სცდებოდა, ვერაფერი შეედრება. კრიშტიანუ რონალდუ თავდაუზოგავი შრომის წყალობით წარმატებული ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მას არ აქვს ის კრეატიულობა, რომლითაც ფენომენო გამოირჩეოდა“.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში, კრესპო სერია A-ში „პარმას", „ლაციოს", „ინტერის", „მილანისა" და „ჯენოას" ღირსებას იცავდა. იტალიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 154 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები