უელსელი მორაგბე კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის
Aa
Aa

უელსელი მორაგბე კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის

უელსელ მორაგბეს, ჯეიმი რობერტსს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტულმა სამყარომ, იძულებითი პაუზა აიღო და სამხრეთ აფრიკაში მყოფმა რობერტსმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ჯეიმი ერთ-ერთ კლინიკაში მოხალისედ ჩაეწერა და კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე, ექიმებისა და ექთნების მხარდამხარ ებრძვის. მას სამედიცინო განათლება კარდიფში აქვს მიღებული და სწორედ იმ უნივერსიტეტის კლინიკაში მუშაობს, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, სწავლობდა.

„გასული სამი თვე კეიპ თაუნში გავატარე. რაგბში გამოცხადებული პაუზის შემდეგ კი, გაერთიანებულ სამეფოში დავბრუნდი. აქ ისეთი მდგომარეობა დამხვდა, გადავწყვიტე, რომ ამ გამოწვევის დამარცხებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მართალია, კლინიკაში არასდროს მიმუშავია, მაგრამ სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული და ჩავთვალე, რომ საავადმყოფოს პერსონალის დახმარება შემეძლო.

ჰოსპიტალში გატარებულმა პირველმა დღეებმა შთამაგონა. დავინახე ადამიანები, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და კორონავირუსის დამარცხებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ.

ჩემი მოვალეობა საავადმყოფოს პერსონალის მოტივირება და მათ შორის არსებულ კომუნიკაციაზე ზრუნვაა, რაც უმნიშვნელოვანესია. მძიმე კლინიკურ სამუშაოს არ ვასრულებ, თუმცა ხანდახან რამდენიმე მარტივი პროცედურის ჩატარება მიწევს. არასდროს ვიცოდი კულისებში რა ხდებოდა და ამ ხალხის ენერგია და თავდაუზოგავი შრომა, თანაც ასეთ რთულ დროს, ნამდვილად შთამაგონებელია“.

შეგახსენებთ, რომ რობერტსი სამხრეთ აფრიკული გუნდის, „შტორმერსის“ ღირსებას იცავს და უელსის ეროვნულ ნაკრებში 94 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები