რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისათვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისათვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

*** ბელარუსში ჩემპიონატის პარალელურად თასის გათამაშება მიმდინარეობს და მასზე უკვე 1/2 ფინალური მატჩების ჯერია. დღეს, ამ ორრაუნდიანი სტადიის პირველი შეხვედრები გაიმართება.

ქვეყნის ფეხბურთის ბოლო წლების დომინანტი ბატე „სლავია მოზირს“ შეხვდება, რომელიც 1/2 ფინალის ერთ-ერთი მოულოდნელი მონაწილეა. ცხადია, გუნდს კენჭისყრაშიც გაუმართლა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩემპიონატიც ყოჩაღად დაიწყო და 3 ტურში 6 ქულა მოიპოვა, თანაც, ეს ქულები ორი უძლიერესი მეტოქის: მოქმედ ჩემპიონ „ბრესტისა“ და სწორედ ბატე-ს დამარცხებით აიღო. თავად ბატე-ს ჩემპიონატში ცუდი სტარტი აქვს, მხოლოდ 3 ქულითაა და რეაბილიტაცია თასზე მართებს, სადაც ტიტულთან არც ისე შორსაა. კლასში კოლოსალური სხვაობაა, ბოლოდროინდელ ურთიერთშეხვედრებშიც ბატე ბევრად უკეთესია, ასე რომ, საპასუხო მატჩისთვის სასურველი შედეგის მიღწევა დიდად არ უნდა გაუჭირდეს.

გაცილებით საინტერესო აფიშაა მეორე ნახევარფინალურ წყვილში, რომელშიც „ბრესტი“ და „შახტიორ სოლიგორსკი“ ხვდებიან. როგორც ვთქვით, „ბრესტი“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, „შახტიორი“ კი - თასის მოქმედი გამარჯვებული. შესაბამისად, მარტის დასაწყისში გუნდებმა სუპერ თასი გაითამაშეს - ტიტული ბრესტელებს დარჩათ. ახალი სეზონი ორივე გუნდმა საშუალოზე ცუდად დაიწყო, მათ ჩემპიონატში 4-4 ქულა აქვთ და ლიდერებს ჩამორჩებიან. ასეა თუ ისე, უკვე ტურნირის ისეთი ეტაპია, რომელსაც თუნდაც ამ დონის გუნდები არასერიოზულად ვერ მოეკიდებიან და წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. შესაბამისად, არცთუ სანახაობრივი, მაგრამ ძალიან დაძაბული თამაშია მოსალოდნელი, რომელშიც უხვგოლიანობის მოლოდინი, ალბათ, ნაკლებად უნდა გვქონდეს, რადგან ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში სულ 7 გოლია გასული - ამ 6-დან 3 თამაში 0:0 დამთავრდა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Crystalbet-ზე ორივე ამ მატჩზე ფსონის დადება, სტანდარტულ პოზიციებთან ერთად, ე.წ. „ცოცხალზე“: ბარათებზე, კუთხურებზე, ჯარიმებზე, დარტყმებზე, კარში დარტყმებზე, თამაშგარესა და ბურთის ფლობაზეც შეგვიძლია. ამასთანავე, ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იმავე Crystalbet-ის საიტზე იქნება.

*** მე-15 ტურის მატჩები გაიმართება ნიკარაგუის ჩემპიონატ „ლიგა პრიმერაში“. დღეს ღამით, ტურის ხუთივე შეხვედრა ჩატარდება და ყველა მათგანის Live რეჟიმში ყურება Crystalbet-ის ვებგვერდზე შეგვიძლია.

ლიდერი „მანაგუა“, რომელიც უახლოეს მდევარ „ესტელის“ 3 ქულით უსწრებს, აუტსაიდერ „ოკოტალს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება. დედაქალაქელებმა ბოლო ორი მატჩი ფრედ ითამაშეს, დღეს კი 14 ტურის შემდეგ 10-ქულიანი მეტოქის დამარცხებასა და ლიდერობის განმტკიცებას შეეცდებიან. ამ სტადიონზე „მანაგუას“ „ოკოტალთან“ არასდროს წაუგია, ბოლო 4 შეხვედრა კი ზედიზედ მოუგო.

მეორეადგილოსანი „ესტელიც“ საკუთარ არენაზე ითამაშებს და „იუვენტუს მანაგუას“ დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ მანაგუელებს სტუმრად აგვისტოს შემდეგ, უკვე 15 თამაშია არ მოუგიათ, უშუალოდ ამ სტადიონზე კი „ესტელიც“ არასდროს დაუმარცხებიათ - 2 ფრე და 8 წაგება. აქედან გამომდინარე, საჩემპიონოდ მებრძოლმა „ესტელიმ“, რომელიც მე-3 ადგილოსანს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს, ასეთ მეტოქესთან ქულები არ უნდა დაკარგოს.

რაც შეეხება ტურის დანარჩენ 3 მატჩს, მე-3 ადგილოსანი „დირიანგენი“ მე-6 ადგილოსან „ჩინანდეგას“ შეხვდება, ოთხეულში მყოფი „ფერეტი“ მასზე 4 პოზიციის ქვემოთ მყოფ „რეალ მადრიზს“ დაუხვდება, ხოლო მე-5 ადგილოსანი „იალაპა“ ბოლოადგილოსან „საბანასს“ ესტუმრება.

*** დღეს, ასევე დაგეგმილია ნიკარაგუის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სრული ტური და ტაჯიკეთის „ვიშაია ლიგას“ პირველი ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

ჰოკეი

*** რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-ს გათამაშება გრძელდება. დღეს ჯამში 9 თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში, რომელშიც დრო ზუსტად 2-ჯერ მეტია.

დღეს გვიან საღამოსაა Chetyre Ronina-სა და Boevye Lisy-ის მატჩი. გუნდებმა გუშინაც ითამაშეს და 4:4-ის შემდეგ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ჯამში ამ ტურნირზე ეს მეტოქეები 5-ჯერ შეხვდნენ და მათგან 4 თამაშში 8 ან მეტი გოლი გავიდა.

საინტერესოა დღეს გასამართი სხვა მატჩებიც, რომელთა უმრავლესობაში, Chetyre Ronina-Boevye Lisy-ის მსგავსად, შემტევი და შედეგიანი თამაშებია მოსალოდნელი.

როგორც ვხედავთ, „შორთ ჰოკეიში“ ძირითადად სანახაობაზე კეთდება აქცენტი და გუნდების უმრავლესობა შეტევაზეა მომართული, შედეგებიც შესაბამისია - გულშემატკივარი ბევრი გოლითაა განებივრებული. ყველა ამ თამაშის ყურება Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ შეგვეძლება.

*** მოსაწყენად საქმე არც კიბერ ჰოკეის მოყვარულებს აქვთ, რადგან „NHL 20 ლიგა პრო“ მიმდინარეობს, რომლის ეგიდითაც დღეს 10-მდე მატჩია დაგეგმილი. შეხვედრები სესიებადაა განაწილებული.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

ფრენბურთი

ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს Kung Volleyball-იში. ვინაიდან ეს სპორტი ჩვეულებრივი ფრენბურთისგან განსხვავდება და ფართო აუდიტორიამ მისი წესები ნაკლებად იცის, ვეცადოთ, უკეთ გავერკვიოთ.

“კუნგ ფრენბურთი” სტანდარტული ფრენბურთის მსგავსი თამაშია - გუნდებში 3-3 მოთამაშეა. მატჩი ორი სეტის მოგებამდე გრძელდება, თითოეული კი 21 ქულამდეა. იმ შემთხვევაში, თუ თამაში მე-3 სეტამდე მივიდა, იქ უკვე 15 ქულის აღებაა საჭირო. ამასთანავე, სეტის მოსაგებად აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობით წინ გასვლა, მაგალითად: თუ ანგარიში 20:20 გახდა, თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი ორი ქულით არ დაწინაურდება.

მოთამაშეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელები თამაშის დროს, ბურთის გასათამაშებლად საჭიროა ფეხების, თავის, მუხლების და გულმკერდის გამოყენება.

Crystalbet-ი ხსენებულ ამხანაგურ ტურნირ Kung Volleyball-იზე ფსონებს მატჩების მოგებულზე, ქულების ფორებსა და ქულების მეტობა-ნაკლებობაზე იღებს. დღის განმავლობაში 10-მდე მატჩი გაიმართება, შეხვედრები სესიებადაა გადანაწილებული.

დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე

დარტსი

საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს ორი ტურნირია - Modus Icons of Darts 2020 და ჩეხეთის შიდა ჩემპიონატი Czech Tipsport Premier league 2020E.

*** დავიწყოთ Modus Icons of Darts 2020-ით, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე  სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება და მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

*** რაც შეეხება ჩეხეთის ჩემპიონატს, იქ პირველი ეტაპი გუშინ დაიწყო. ჯგუფში განაწილებული 10 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე 8 გადის. დღევანდელ სათამაშო დღეს მეორე ტურის ხუთივე მატჩი გაიმართება, რომელთა ხილვაც ასევე Crystalbet-ის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

*** კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც საგამოფენო ხასიათი აქვს და აქცენტი უფრო სანახაობაზე კეთდება, Pdc Darts At Home 2020-ია. ამ ტურნირის დღეს გასამართ 6-ვე მატჩზე Crystalbet-ი ფსონებს, როგორც მოგებულ-წაგებულზე, ასევე საერთო ტოტალზე, სეტების ჰანდიკაპსა და ქულების სხვადასხვაგვარ ჰანდიკაპზე იღებს.

დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 150-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატში დღეს 52 მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ყველა მათგანის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Crystalbet-ის საიტზე უფასოდ შეგვიძლია.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

Counter-Strike

ESL Pro League-ის მე-11 სეზონის ფინალური ეტაპის მე-2 რაუნდში დღეს ბოლოსწინა მე-4 ტურის მატჩებია, რომელთა შედეგებიც უკვე ბევრ რამეს გაარკვევს.

ჯგუფის ერთადერთი 100%-იანი გუნდი mousesports-ია, რომელმაც ESL Pro League-ს გასული სეზონის ფინალში Fnatic-ი დაამარცხა და დღეს მას კიდევ ერთხელ შეხვდება. Fnatic-ის ზედიზედ ორი მოგება ჰქონდა, თუმცა გუშინ OG-ისთან სენსაციურად დამარცხდა, დღეს კი ლიდერთან რთული გამოცდა ელის. ფავორიტად mousesports-ი ითვლება, რომელიც ბოლო დროს, მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული.

ზედიზედ 3 მარცხით გახსნა ჯგუფური ეტაპი FaZe Clan-მა, რომელიც დღეს 6-ქულიან NaVi-ს შეხვდება. NaVi-მ გუშინ ლიდერ mousesports-ისთან წააგო და მას 3 ქულით ჩამორჩა. ორივე გუნდი ძალიან გამოცდილი, წარმატებული და ტიტულოვანია, თუმცა ბოლო პერიოდში უკეთესად NaVi გამოიყურება და გუშინდელ წაგებამდე 5-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. მცირე ფავორიტად NaVi მოიაზრება, თუმცა FaZe Clan-ი იოლად არაფერს დათმობს, ამიტომ, წესით, 3-რუკიანი დაძაბული ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

დღის კიდევ ერთი მატჩი Astralis-ისა და OG-ის შორის ჩატარდება. ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ მოგება სჭირდება. ელიტაში მოულოდნელად მოხვედრილმა OG-იმ გუშინ 2-დან 2 მოგების მქონე Fnatic-ი დაამარცხა, დღეს კი გასული სეზონის 1/2 ფინალისტ Astralis-ისთან წარმატებით თამაშს შეეცდება. რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ფავორიტი Astralis-ია, რომელსაც მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია და, მით უმეტეს, შედარებით გამოუცდელ, მაგრამ მაინც ძლიერ მოწინააღმდეგესთან.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

FIFA

*** ცალკე სასაუბროა FIFA-ში მიმდინარე E-Leagues-ის სხვადასხვა ტურნირებზე, რომელთა ეგიდითაც დღეს ჯამში 100-ზე მეტი შეხვედრაა. მოთამაშეები მთელი დღის განმავლობაში სესიებად ასპარეზობენ და კონკრეტული მიზნებისთვის იბრძვიან.

**საინტერესო ტურნირია Cyberleague Pro Series RPL, რომელშიც დღეს 4 გუნდი - ცსკა, „კრილია“, „სოჭი“ და „რუბინი“ ითამაშებენ. მატჩები 13:30 საათიდან დაიწყო და საღამოს, დაახლოებით, 6 საათამდე გაგრძელდება - ყველა მათგანის ყურება Crystalbet-ის საიტზე შეგიძლიათ.

დადე ფსონი FIFA-ზე დადე ფსონი FIFA-ზე

ცხელი ამბები