Calciomercato: მილანი სილვას შეძენას გეგმავს
Aa
Aa

Calciomercato: მილანი სილვას შეძენას გეგმავს

34 წლის ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას გეგმავს.

სილვამ კლუბთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა, მისი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება.

ესპანელს რამდენიმე წინადადება აქვს ევროპიდან, აზიიდან და აშშ-დანაც. Calciomercato-ს ცნობით, სილვას დამატება ყველაზე მეტად „მილანს“ სურს.

„როსონერი“ სილვას გუნდის ლიდერის როლს სთავაზობს, რომელიც ზლატანის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდება. მიუხედავად ფეხბურთელის ასაკისა, „მილანში“ თვლიან, რომ მისი გამოცდილება და კლასი გუნდს ძალიან გამოადგება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესპანელი შუახაზელი. ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი რა ბედი ელის 2019-2020 წლების სეზონს და ზოგადად ფეხბურთს. ყველაფერი კორონავირუსზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები