10 ტონა ხილი და ბოსტნეული ხალხისთვის - დუნგა ღარიბ უბანს ეხმარება
Aa
Aa

10 ტონა ხილი და ბოსტნეული ხალხისთვის - დუნგა ღარიბ უბანს ეხმარება

კორონავირუსის გამო მსოფლიო რეალობა შეიცვალა. ცხოვრება ისეთი აღარ არის როგორიც იყო. ვირუსის გამო უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა დასახმარებლად კამპანიებში ჩართულნი არიან სპორტსმენებიც. მათ შორის არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი დუნგა.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელში და შემდგომში „პენტაკამპეონთა“ მთავარი მწვრთნელი არგენტინელ ანდრეს დ’ალესანდროსთან“ და თანამემამულე ტინგასთან ერთად პორტუ ალეგრეში ხალხს საკვებით ამარაგებს.

ხილითა და ბოსტნეულით დატვირთული ავტომობილი, რომელიც ჯამში 10 წონას იწონიდა პორტუ ალგერეში დაცალეს.

დუნგამ და მისმა მეგობრებმა ხსენებული ავტომობილი ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ უბან რესტინგაში მიიყვანეს, რომელიც სწორედ ტინგას მშობლიური უბანია.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ რომ ტინგა 2006-2010 წლებში „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება დ’ალესანდროს, ის 2003-2007 წლებში „ვოლფსბურგში“ ასპარეზობდა, შემდეგ კი „სარაგოსაში“ გამოდიოდა. თავის დროზე არგენტინელი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეის მონაცემებით ბრაზილიაში კოვიდ-19-ით 14,049 ადამიანია ინფიცირებული. 688 გარდაიცვალა, ხოლო 127 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები