უეფას მუქარის არავის ეშინია - პრემიერლიგა ჩემპიონის გამოცხადებას გეგმავს!
Aa
Aa

უეფას მუქარის არავის ეშინია - პრემიერლიგა ჩემპიონის გამოცხადებას გეგმავს!

„უდინეზეს“ სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო ამბობს, რომ პრემიერლიგა ბელგიის მსგავსად სეზონს დასრულებულად ნაადრევად გამოაცხადებს.

„უეფას მუქარისა და სანქციების მიუხედავად ბელგიამ უკვე თავისი ჩემპიონატი დასრულებულად გამოაცხადა. ინგლისში პრემიერლიგის მსგავსად დასრულებას გეგმავენ და განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან, რადგან იქ სიტუაცია ძალიან, ძალიან სერიოზული ხდება.

სიმართლე გითხრაათ, მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ კორონავირუსის შემდეგ ჩვენ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას ისევ შევძლებთ.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენ დროს წაიღებს ეს ყველაფერი. მთავარია, ამ სახიფათო ზონიდან გამოვიდეთ. მე მომავალი სეზონები მადარდებს და არა ძველი“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო უკვე გადაიდო ოლიმპიადა, ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. ევროპაში არავინ იცის, თუ რა ბედი ელის შეწყვეტილ ჩემპინატებსა და ევროტურნირებს. როგორც ჩანს, ბელგიელებს და ინგლისელებს უეფას მუქარის არ ეშინიათ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები