Aa
Aa

ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტოტენჰემის ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა გაასაჯაროვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გრივსის ჯანმრთელობის გართულება რამ გამოიწვია.

„ვადასტურებთ, რომ ჩვენი რეკორდსმენი გოლეადორი, ჯიმი გრივსი ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება. ჩვენ მის ოჯახთან კავშირი გვაქვს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით".

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გრივსის აგენტმა, ტერი ბეიკერმაც გაავრცელა. ამ უკანასკნელმა საზოგადოებას ოჯახის მიმართ პატივისცემის გამოხატვისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ გრივსის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ექიმების პროგნოზის შესახებ ყველაფერი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.           

გრივსი 80 წლისაა და 5 წლის წინ, გადატანილი ინფარქტის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სავარძელ-ეტლს იყენებს და დღეში ოთხჯერ დახმარებას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს კარიერის დიდი ნაწილი ტოტენჰემში აქვს გატარებული და დეზების მაისურით 266 გოლი შეაგდო, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები