Aa
Aa

სამაგალითო საქციელი - ჩელსი სამედიცინო პერსონალს თავის რესტორანში გამოკვებავს

„ჩელსი“ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. ცოტა ხნის წინ, „ლურჯებმა“ ადგილობრივ კლინიკებში მომუშავევე სამედიცინო პერსონალს თავიანთი სასტუმროს, Millenium Hotel-ის ნომრები უფასოდ დაუთმეს, თუმცა ამაზე არ გაჩერებულან.

The Sun-ის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ „სტემფორდ ბრიჯთან“ მდებარე რესტორნებში სამედიცინო პერსონალს, რომელსაც სახლიდან სამსახურში უწევს გადაადგილება, უფასოდ გამოკვებავს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, „ჩელსიმ“ ლონდონის მერიას შეატყობინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცეც მოაწყოს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით ქვეყანაში უკვე 6159 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსის დამარცხება კი, მხოლოდ 135-მა პაციენტმა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ 31 მარტს ლონდონის მერმა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში მოასპარეზე ყველა ლონდონურ კლუბს წერილი მისწერა და მათ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები