„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო
Aa
Aa

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო" - სმიტი მის სახლში შეჭრილ მამაკაცთან ჩხუბს იხსენებს

UFC-ის მებრძოლმა, ენტონი სმიტმა ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ მის სახლში ღამის 4 საათზე უცნობი პიროვნება შეიჭრა. ამ უკანასკნელს არაფერი მოუპარავს და საბედნიეროდ, სმიტის ოჯახის წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ.

„ღამის 4 საათზე მეუღლემ გამაღვიძა და მითხრა, რომ სახლში უცნობი მამაკაცი იყო. არ ვიცოდი იგი შეიარაღებული გახლდათ თუ არა. ველოდებოდი, რომ იარაღის გასროლის ხმას გავიგონებდი ან ცივი იარაღით ჭრილობას მომაყენებდა. ვითარების გაანალიზების შემდეგ, მივხვდი, რომ ორი წუთი მქონდა. ის არაადამიანურად ჩხუბობდა და მასთან გამკლავება ძალიან გამიჭირდა. მან ყველაფერს გაუძლო. მუშტებით, მუხლებითა და იდაყვებით განხორციელებული ყველა დარტყმა აიტანა და ბრძოლა განაგრძო.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო და მზად ვიყავი სისხლის ბოლო წვეთამდე მეჩხუბა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე შემეშინდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ენტონი სმიტს MMA-ში 46 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 32-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები