„თუ ზლატანის გუნდში თამაშობდი, არ უნდა წაგეგო, თორემ მკვდარი იყავი“ - შოუ მანჩესტერის ვარჯიშებს იხსენებს
Aa
Aa

„თუ ზლატანის გუნდში თამაშობდი, არ უნდა წაგეგო, თორემ მკვდარი იყავი“ - შოუ მანჩესტერის ვარჯიშებს იხსენებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ლუკ შოუმ ყოფილი თანაგუნდელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. ინგლისელი მცველის მიხედვით, „იბრა“ ვარჯიშებზე ძალების დაზოგვას არავის პატიობდა და ყველასგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდა.

„ზლატანი შეშლილია, მაგრამ მგონია, რომ იბრა ზუსტად ის ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც მაშინ გუნდს სჭირდებოდა. იბრაჰიმოვიჩი ასაკში იყო, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ის გამარჯვებულადაა დაბადებული. ვარჯიშებისას რომ წაეგო და მის გუნდში ყოფილიყავი, აუცილებლად მოგკლავდა.

ზლატანი დაგვეხმარა ვარჯიშებისას მაქსიმუმი გვეჩვენებინა, რადგან ზოგჯერ ფეხბურთელი მოდუნებულია და ვარჯიშზე ბოლომდე არ იხარჯება, იბრასთან კი, ეს გამორიცხული იყო. მის გუნდში თუ თამაშობდი და წააგებდი, მკვდარი იყავი. შეგიძლიათ მანჩესტერის ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხოთ. მაშინ გუნდში მართლაც ასეთი მდგომარეობა იყო, თუმცა ზლატანი მაინც ყველას უყვარდა. სამწუხაროა, მან ტრავმა რომ მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ შვედი ფეხბურთელი „მანჩესტერის“ ღირსებას 2016-დან 2018 წლამდე იცავდა და „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების შემდეგ, კარიერა MLS-ში გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები