ბრიტანული მედია: სექს-სკანდალმა უოკერის სანაკრებო კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ბრიტანული მედია: სექს-სკანდალმა უოკერის სანაკრებო კარიერა დაასრულა

კარანტინის დროს სახლში მოწყობილი სექსწვეულების გამო გარეტ საუთგეიტი კაილ უოკერს ეროვნულ გუნდში აღარ მიიწვევს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

The Star-ის ცნობით საუთგეიტი უოკერის ქმედებით აღშფოთებულია. მიუხედავად იმისა, რომ უოკერმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა, მისი ეროვნულ ნაკრებში მიწვევის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კორონავირუსის გამო სოციალური დისტანცირების ინიციატივის მიუხედავად უოკერმა სექსწვეულება მოაწყო, ''მანჩესტერ სიტის'' ფეხბურთელი დიდ სკანდალში გაეხვა და შესაძლოა მისი სანაკრებო კარიერა ამ ფაქტმა დაასრულოს. 29 წლის უოკერმა და მისმა მეგობარმა 21 წლის ლუიზა მაკნამარასა და მის 24 წლის ბრაზილიელ მეგობარს 2 200 ფუნტი გადაუხადეს, რათა ფეხბურთელის სახლში მისულიყვნენ.

შემდგომში უოლკერმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა: „მინდა მომენტით ვისარგებლო და ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც გასულ კვირას ჩავიდინე. ვიცი, რომ როგორც პროფესიონალი ფეხბურთელს მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება. ამიტომ, მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელების, გულშემატკივრებისა და საზოგადოების წინაშე“.

კაილ უოკერი 2011 წლიდან ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 48 მატჩი ჩაატარა და გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები