dailymail:
Aa
Aa

dailymail: "სიტიმ" ინგლისის მასშტაბით სარეკორდო ტრანსფერი შეათანხმა!

ინგლისის მასშტაბით, ამჟამად, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგია, რომელშიც "სიტის", 49 მილიონი გირვანქა-სტერლინგი აქვს გადახდილი. 

თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა, dailymail ამბობს, სტერლინგის რეკორდს დიდი დღე არ უწერია და მას კვირის ბოლომდე ჯონ სტოუნსი დაამხობს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელმა "ევერტონის" ხელმძღვანელობას მოთხოვნით მიმართა, კლუბის დატოვების ნება მისცენ. 

ვიცით ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მერსესაიდელებმა მის სანაცვლოდ შემოთავაზებულ 40 მილიონ გირვანქა-სტერლინგზე უარი თქვეს.

ახლა კი, ყველაფერი სხვაგვარადაა, სტოუნსმა მანჩესტერელებთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ბუნებრივია, კლუბის მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავა. 

ბრიტანული პრესის მტკიცებით, ტრანსფერი კვირის ბოლოს გაოფიციალურდება, "სიტი" "ევერტონს" 50 მილიონ გირვანქა-სტერლინგს (56.5 მილიონი ევრო) ჩაურიცხავს და ზემოთ ხსენებული რეკორდიც მოიხსნება. 

სტოუნსი, ბოლო დროს, არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის "ჩელსისა" და თვით კატალონიის "ბარსელონასაც". 

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ეტიჰედიდან" ელაკიმ მანგალას, "ვალენსიაში" გადასვლა, თითქმის გადაწყვეტილია. 

 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები