Aa
Aa

"გთხოვთ, მშიერმა არ დაიძინოთ, მომწერეთ და საკვებს კართან მოგიტანთ"

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირიოსმა იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა და განსაკუთრებულად უჭირს, დახმარება შესთავაზა. კირიოსმა ამის შესახებ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაწერა:

„თუკი ვინმემ სამსახური დაკარგა ან შემოსავალი არ აქვს და საკვები გამოელია, გთხოვთ, მშიერმა არ დაიძინოთ. არ მოგერიდოთ, მომწერეთ პირადი მესიჯი, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები. შემიძლია, სპაგეტის ყუთი, პური ან რძე, თქვენს კართან, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე დავტოვო“.

View this post on Instagram

Real talk

A post shared by NK (@k1ngkyrg1os) on Apr 5, 2020 at 8:46pm PDT

24 წლის ავსტრალიელი ასევე წერს, რომ ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი ის ადამიანებს იმას გაუნაწილებს, რისი საშუალებაც აქვს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა კირიოსი ქველმოქმედების ინიციატივას გამოთქვამს, მან ავსტრალიის ხანძრისას მილიონობით დოლარი გაიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები