Aa
Aa

„აპრილში არაფერი შეიცვლება" - ადამ სილვერის პროგნოზი სეზონის განახლებასთან დაკავშირებით

NBA-ის კომისარმა, ადამ სილვერმა კორონავირუსის პანდემიის გამო, შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.

„უნდა შევეგუოთ იმას, რომ აპრილის ბოლომდე სეზონის განახლებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება აუცილებლად პირველ მაისს შეიცვლება.

ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ და დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია.  ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ძალიან ადრეა. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ პროგნოზის გაკეთებაც რთულია და პრაქტიკულად გამორიცხულია გამოიცნო რამდენიმე კვირის შემდეგ, რა მოხდება“.

აქვე გეტყვით, რომ გამთენიისას ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, NBA აბოტის ლაბარორატორიის მიერ შექმნილი სწრაფი ტესტების გამოყენებას აპირებს, რათა 2019-20 წლების სეზონი უახლოეს პერიოდში განახლდეს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები