ოფიციალურად! ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება
Aa
Aa

ოფიციალურად! ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება

18 აპრილს, UFC 249-ის ფარგლებში, ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის შეერკინება. „ელ კუკუის“ ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ „არწივი“ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ჩარჩა და UFC-ს დაღესტნელი მებრძოლის შემცვლელის მოძებნა მოუწია.

UFC-მ ბრძოლა უკვე დააანონსა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია ღონისძიება სად ჩატარდება. უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ კომპანიას ადგილი უკვე შერჩეული აქვს და ყველაფერი დროის ამბავია.

ჯასტინ გეიჯი მაღალი დონის მებრძოლია, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ორი წაგება აქვს. იგი დასტინ პორიესთან და ედი ალვარესთან დამარცხდა. ფერგიუსონს, კი ზედიზედ 12 ბრძოლაა არ წაუგია. ასე რომ, გეიჯის ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები