ლეგენდარული რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული სერბი სპეციალისტი, რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. „რადი“ სხვადასხვა დროს „რეალს“, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ წვრთნიდა. „როხიბლანკოსთან“ ერთად, მან 1995-96 წლების სეზონში დუბლი შეასრულა და ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.

სერბი თავკაცის გარდაცვალებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განცხადებები ესპანურმა კლუბებმაც გაავრცელეს.

„ატლეტიკო“: „ატლეტიკოს ოჯახი ჩვენი ერთ-ერთი ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის გარდაცვალებას გლოვობს. შენ ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებ. მშვიდად განისვენე“.

„რეალი“: „რეალი, კლუბის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს წევრები მწუხარებას გამოთქვამენ რადომირ ანტიჩის გარდაცვალების გამო, რომელიც ბლანკოსს 1991 წლის მარტიდან, 1992 წლის იანვრამდე წვრთნიდა. რეალი მის ოჯახსა და მეგობრებს თანაუგრძნობს. ჩვენ ასევე თანავუგრძნობთ ბლანკოსის ქომაგებს და კლუბებს, რომლებშიც ანტიჩი მუშაობდა და თამაშობდა“.

„ბარსელონა“: „დღეს გარდაიცვალა რადომირ ანტიჩი, რომელიც ბარსელონას 2003 წელს წვრთნიდა. ბარსას ოჯახი გლოვობს ადამიანის სიკვდილს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ძალიან უყვარდათ“.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები