კარგი ამბავი - რუშთუ რეჩბერი საავადმყოფოდან გაწერეს
46 წლის ლეგენდარული თურქი გოლკიპერი, რუშთუ რეჩბერი საავადმყოფოდან გაწერეს. ეს ინფორმაცია რუშთუს მეუღლემ, იშილ ეჩბერმა გაავრცელა და საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ამცნო.
„რა მშვენიერი დღეა! დიდი მადლობა ღმერთო! მძიმე 11 დღის შემდეგ, ჩემი მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ბოლომდე ბედნიერი მაინც არ ვარ, რადგან კლინიკებში უამრავი ადამიანი იმყოფება. პაციენტებისთვის, რომლებიც ინტენსიურ მკურნალობას გადიან, ლოცვას გავაგრძელებ და გისურვებთ, რომ საყვარელი ადამიანები სახლში მალე დაგიბრუნდნენ“.
შეგახსენებთ, რომ რუშთუ რეჩბერმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს, „ბეშიქთაშის“ რიგებში დაასრულა, „ბარსაში“ კი 2003-06 წლებში ირიცხებოდა. მას თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რეკორდი ეკუთვნის - ეროვნული გუნდის მაისური 120 შეხვედრაში მოირგო.