ნეიმარი: „კობის სიკვდილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა
Aa
Aa

ნეიმარი: „კობის სიკვდილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ნეიმარმა ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის შესახებ ისაუბრა. „ნეიმ“ ინტერვიუ Vogue Men Arabia-ს მისცა და სხვა თემებთან ერთად, რამდენიმე თვის წინ, მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო.

„ბრაიანტის სიკვდილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ბევრი საერთო იყო. როცა კობი პარიზში ჩამოვიდა, მას პირადად შევხვდი. სპორტსმენის სტატუსის უკან მყოფ ადამიანთან შეხვედრა განსხვავებულ ურთიერთობას აყალიბებს და ჩემი და კობის ურთიერთობა ნამდვილად განსაკუთრებული იყო. სპორტმა და საზოგადოებამ შესანიშნავი ბიჭი დაკარგა“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „შავ მამბას“ მატჩის მიმდინარეობისას მიაგო პატივი. „ლილის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ, ნეიმარმა თითებით ლეგენდარული კალათბურთელის ნომერი გამოსახა.

აქვე გეტყვით, რომ შაბათს კობი ბრაიანტი NBA-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები