სამწუხარო ამბავი: გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი: გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

მანჩესტერ "სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გუარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია მანჩესტერული კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

"ჩვენი კლუბის სახელით, მწუხარებით გაუწყებთ, რომ დღეს ბარსელონაში გარდაიცვალა პეპის დედა, დოლორს კარა, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. იგი 82 წლის გახლდათ. მთელი კლუბი გულითად სამძიმარს გამოხატავს პეპის, მისი ოჯახისა და ახლობლების მიმართ, მათთვის ამ მძიმე მომენტში", - წერია "სიტის" "ტვიტერზე".

აღსანიშნავია, რომ თავად გუარდიოლამ მარტის ბოლოს Covid-19-თან ბრძოლისთვის 1 მილიონი ევრო გაიღო, რაც სამედიცინო ეკიპირებისა და ჰოსპიტალებში საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

ბარსელონა ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ერთ-ერთი "ცხელი" წერტილია. დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში დაფიქსირებული 135 032 შემთხვევიდან 13 055 ფატალური შედეგით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები