დელ ბოსკე:
Aa
Aa

დელ ბოსკე: "ნეიმარი მისაბაძი ადამიანი არ არის"

ლეგენდარულმა ესპანელმა სპეციალისტმა ვისენტე დელ ბოსკემ Mundo Deportivo-სთა ინტერვიუს დროს ნეიმარის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მისთვის მისაბაძი ადამიანი არ არის:

ნეიმარი საკმაოდ რთული ბიჭია. პირადად ჩემთვის, ის მისაბაძი ადამიანი არ არის, რადგან მოედანზე ბევრს იტყუება და თავს გვაჩვენებს, ასევე ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს ხოლმე.

საერთოდ ბარსელონა როგორ დატოვა?! თუ, კლუბს ვინმეს დაბრუნება უნდა, ეს მათ თავადვე უნდა გადაწყვიტოს. არ უნდა მოუსმინონ მოთამაშეთა სურვილებს. ამისთვის არსებობს სპორტული დირექტორი და შესაბამის თანამდებობაზე მომუშავე ადამიანები.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ მკითხავთ დღეისთვის 5 საუკეთესო მოთამაშის დასახელებას, ამ სიაში ნეიმარს აუცილებლად შევიყვან“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხი კვლავ აქტუალურია. პსჟ მზადაა მისი ფასი დაწიოს და მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა პარიზელები ჯერ უეფას გადაწყვეტილებას ელიან, თუ რა ბედი ელის 2019-2020 წლების სეზონს. კლუბს არ სურს, რომ თავისი ლიდერი სეზონის დასრულებამდე დათმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები