Aa
Aa

"ბოდიში, ჩემი საქციელი გაუმართლებელია", - დაინფიცირებული ქართველი სპორტსმენის ვიდეომიმართვა

4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდგინდა და ის ბოლო პერიოდში რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

Covid-19-ით დაინფიცირებულმა სპორტსმენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ყველა იმ მნიშვნელოვან ფაქტზე საუბრობს, რაც ვირუსის აღმოჩენამდე და მის შემდეგ თავს გადახდა. 

როგორც მოისმინეთ, ის პირები, ვისთანაც ამ ადამიანს პირადი შეხება ჰქონდა, დადგენილია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თავად კი მკურნალობას აგრძელებს.

დღევანდელი დილის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია - 2 გარდაიცვალა, 36 კი გამოჯანმრთელდა. 

ცხელი ამბები