Core crusher challenge - რონალდუმ ქომაგები გამოიწვია
Aa
Aa

Core crusher challenge - რონალდუმ ქომაგები გამოიწვია

კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსის კარანტინის დროს სახლში მყოფ გულშემატკივრებს მიმართა, რომ ძალისმიერ ბრძოლაში მისი გამოწვევა მიიღონ.

რონალდუმ ფეხის წვერებს ხელი 45 წამში 142-ჯერ შეახო და უდაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი დააფიქსირა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა გამოწვევა მიიღო, თუმცა მან 45 წამში მხოლოდ 117 შეხება დააფიქსირა.

რონალდუს გამოწვევა „იუნაიტედის“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დიეგო დალოტმაც მიიღო, მან 45 წამში მხოლოდ 105 შეხება დააფიქსირა.

კრიშტიანუ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, პორტუგალიელმა უკვე პრესის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. ბოლოს, მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას თმას, მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ჭრიდა. ამ ვიდეომ ინტერნეტსივრცეში უამრავი ნახვა მოაგროვა.

რონალდუ და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ლისაბონში და პორტუში მდებარე კლინიკებში ინტენსიური თერაპიის 3 განყოფილების მოწყობას აფინანსებენ, რომლებიც კორონავირუსის გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის გახლავთ განკუთვნილი.

რონალდუმ საკუთარ თავს გართობის უფლებაც მისცა და 8.5 მილიონ ფუნტად Bugatti Centodieci შეიძინა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ 10 ცალია.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კრიშტიანუ მალე ისტორიაში მე-3 მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომლის ქონებაც 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. პორტუგალიელის ანგარიშზე ამჟამად 926 მილიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები